ბოჩია (ნუგზარ) სანდროს ძე ბებია დაიბადა 1952 წლის 22 ნოემბერს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა სოფელ ცაგერას საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა ტაქსის მძღოლად.
ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დროს,ბოჩია ბებია 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე (ცაგერის ) ბატალიონის რიგებში. გამოირჩეოდა პრინციპულობითა და გამბედაობით.
1993 წლის 4 ივნისს,როდესაც სოფელ ცაგერაზე მორიგი შეტევა განხორციელდა,ბოჩია აქტიურად ჩაება საბრძოლო ოპერაციაში და გმირულად დაიღუპა.
ბოჩია ბებია დაკრძალულია მშობლიურ ცაგერში.