სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბორის ავთანდილის ძე ვეკუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-7 ბატალიონი

ბორის  ავთანდილის ძე ვეკუა დაიბადა 1957 წლის 29 ივნისს გულრიფშის  რაიონის სოფელ მერხეულში. დაამთავრა სოფელ მერხეულის საშუალო სკოლა. მუშაობდა ბაღმარანის ავტოპარკში.

აფხაზეთში მიმდინარე  საომარი მოქმედებების დროს, რიგითი ბორის ვეკუა ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-7 ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში სოფელ ტამიშის და შრომის მიმართულებით.

ბორის ვეკუა, 1993 წლის 26 ივნისს,  ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს – სოფელ ახალშენში გმირულად დაიღუპა.

ბორის ვეკუა დაკრძალულია სოფელ მერხეულში.

error: Content is protected !!