სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბორის ბორისის ძე ფანცულაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ბორის ბორისის ძე ფანცულაია    დაიბადა 1957 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.

ფანცულაია ბორისი ბორისის ძე აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყების პირველივე დღეებიდან ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში. ჩაირიცხა ოჩამჩირის გარნიზონის ს/კომენდატურაში, რიგითად.
1992 წლის დეკებმრიდან გადავიდა 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში – რიგით მსროლელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფ. ცხენისწყალთან, სოფ. ტამიშში, სოფ. ლაბრაში. იყო მამაცი მებრძოლი, გულისხმიერი მეგობარი, დროზე ასრულებდა მეთაურთა დავალებებს.
1993 წლის 2 იანვარს რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ლაბრა-კოჩარის საზღვარზე სადაზვერვო დავალების შესრულების დროს, მტრის ჩასაფრებულ ნაწილს გადაეყარა. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ მტერი უკუაგდეს, მაგრამ ბ. ფანცულაია სასიკვდილოდ დაიჭრა. ის ადგილზე გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფ. კოჩარაში.

error: Content is protected !!