სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბორის ჭიჭიკოს ძე კვარაცხელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ბორის  ჭიჭიკოს   ძე  კვარაცხელია  დაიბადა   1957  წლის  15  მარტს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ   კოჩარაში.

ომამდე  მუშაობდა  სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების  ცენტრში.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე,  1992  წლის  სექტემბრიდან  რიგითი  ბორის  კვარაცხელია  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  ეროვნული   გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონში,ხოლო   შემდეგ,საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის   24-ე   მექანიზირებული   ბრიგადის  240-ე  ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის  რიგებში.

ბორის  კვარაცხელია  1992  წლის  26  სექტემბერს  სოფელ  მერკულაზე   ფართო  მასშტაბიანი  შეტევის  დროს  გმირულად  დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის  ბორის  კვარაცხელია ,   სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  II  ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!