აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რიგითი ბუბუტი ჩაკვეტაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა მე-5 ბატალიონი.
ბუბუტი ჩაკვეტაძე დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს ერთ-ერთი შეტაკების დროს. დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ბუბუტი ჩაკვეტაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.