სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გიორგი ჩაკვეტაძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

გიორგი ჩაკვეტაძე დაიბადა 1966 წლის 17 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მოიხადა  სავალდებულო-სამხედრო  სამსახური.

უღალატო, ერთგულ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ ვაჟკაცს უკან დახევა არ ჩვეოდა. როცა  ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა, უანგაროდ დადგა მის დამცველთა რიგებში.  1992 წელს  გიორგი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში სანიტარ-ინსტრუქტორად ჩაეწერა და თავდაუზოგავად იბრძოდა მოიერიშის წინააღმდეგ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. მეთაურთა დავალებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა.

გიორგი ჩაკვეტაძე 1993 წლის 16 მარტის საბრძოლო მოქმედებების დროს თავის არეში მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის  შემდეგ ისევ დაუბრუნდა პოზიციას. 1993 წლის 16 სექტემბერს სოფელ გვარდას აღებისას, მტერთან შეტაკებისას დაიღუპა.

გიორგი ჩაკვეტაძე დაკრძალულია სოფელ კელასურის სასაფლაოზე.

 

error: Content is protected !!