დავით ბორჩიას ძე გოგოხია დაიბადა 1970 წელს გალის რაიონის სოფელ ოქუმში.
დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. გამოირჩეოდა სპორტული აღნაგობით და განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით. დავითი მეგობრებისთვის საიმედო და მისაბაძი იყო. 17 წლის ასაკში, აფხაზეთის სპარტაკიადის პროგრამით გამართულ ძალოსანთა ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა. წლების განმავლობაში იყო აფხაზეთის და საქართველოს ჩემპიონი,წარმატებით გამოდიოდა საკავშირო ტურნირებში.
დავით გოგოხია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , 1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში პირველი ასეულის ოცმეთაურად. აქაც თანამებრძოლების ბურჯი და იმედი იყო. მონაწილეობდა არაერთ საომარ ოპერაციაში.