დავით გობეჯიშვილი დაიბადა 1965 წლის 22 მაისს ქალაქ სოხუმში. 1982 წელს დაამთავრა სოხუმის №6 საშუალო სკოლა,იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე,ფიზიკის სპეციალობით. 1983-1984 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებში,უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ასეულში.
დავით გობეჯიშვილი დაიღუპა 1992 წლის 22 ოქტომბერს აჩადარაში, მდინარე გუმისთასთან პოზიციური ბრძოლის დროს.
დავით გობეჯიშვილს დარჩა მეუღლე და ვაჟიშვილი.