სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

დავით კარლოს ძე მეტრეველი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

უსამართლო ომმა ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბევრი დააობლა, დააქვრივა, შავი ძაძებით შემოსა ოჯახები.

მამა-შვილი მეტრეველები მედგრად, წარბშეუხრელად, საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ მშობლიურ მხარეს…

დავით კარლოს ძე მეტრეველი 1950 წელს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში დაიბადა.  იყო თავისი სოფლის მოწინავე მექანიზატორი და შესანიშნავი პიროვნება. შვილის სიკვდილით გამწარებულმა მამამ ხელში  იარაღი აიღო. ირიცხებოდა მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-2 ასეულის ოცეულის მეთაურის მოადგილედ.

დავითმა თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა, თავდადებულმა მებრძოლმა. იგი დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, მდინარე გუმისთასთან გამართული საბრძოლო მოქმედების დროს

დავით მეტრეველი დაკრძალულია სოხუმში.

 

error: Content is protected !!