სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

დავით მიხეილის ძე ბენდელიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

დავით მიხეილის ძე ბენდელიანი დაიბადა 1959 წლის 11 ივლისს ქალაქ სოხუმში.

დავით ბენდელიანი  1992  წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის რიგებში, ასეულის მეთაურად.

დავითი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ თითქმის ყველა ოპერაციაში, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 5-6 იანვრის და 14-15 მარტის შემოტევისას _  მდინარე გუმისთაზე მიმდინარე ბრძოლების დროს.

1993 წლის 27 აპრილს დავით ბენდელიანი საბრძოლო დავალების შესრულებისას, მტრის მიერ ნასროლი ნაღმის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა თავის არეში, თანამებრძოლებმა _ თენგიზ ჩიჩუამ და ნუგზარ გერგედავამ ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს და   სოხუმის მე-2 საავადმყოფოში მოათავსეს. სამწუხაროდ, დავითი იმ ღამესვე გარდაიცვალა.

დავით ბენდელიანი დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

error: Content is protected !!