დავით ნოდარის ძე მორჩაძე დაიბადა 1968 წლის 2 თებერვალს საჩხერის რაიონში. აფხაზეთში მიმდინარე ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს დავით მორჩაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. უშიშარი და თავდადებული ვაჟკაცი მონაწილეობდა ყველა იმ საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა დივიზიონი.
დავით მორჩაძე დაიღუპა 1993 წლის 1 აპრილს შუქურაში, ბეტონის ქარხნის მიმდებარედ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის დავით მორჩაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.