დავით შალვას ძე შენგელია დაიბადა 1947 წლის 10 იანვარს ქალაქ ოჩამჩირეში.
ქართულ-აფხაზური დაპირისპირების დროს,დავით შენგელია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 247-ე საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
დავით შენგელია დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, ერთ-ერთი შეტაკების დროს.