დავით თორდინავა დაიბადა 1972 წლის 9 სექტემბერს მარტვილის რაიონში. დაამთავრა ქალაქ ოჩამჩირის მე-4 საშუალო სკოლა.
დავით თორდინავა 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში ყუმბარმტყორცნელთა თანაშემწედ. მონაწილეობდა ოჩამჩირის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
დავით თორდინავა, როგორც ერთ-ერთი რიგითი მეომარი, ბოლო წუთებამდე იცავდა საკუთარი ბატალიონის საბრძოლო მონაკვეთებს სოფელ მერკულაში. ასევე აქტიურად იბრძოდა აფხაზური დასახლებებიდან – ჭლოუს,თხინას,მოქვის მხრიდან განხორციელებული შემოტევების მოსაგერიებლად.
1993 წლის 22 სექტემბერს, სოფელ ტამიშის განთავისუფლებისთვის წარმოებული ბრძოლების დროს,დავით თორდინავა მძიმედ დაიჭრა. მისი ჰოსპიტალიზება მოხდა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში,სადაც გარდაიცვალა 1993 წლის 29 სექტემბერს.
დავით თორდინავა დაკრძალულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში.