დემნა აპოლონის ძე გვასალია დაიბადა 1947 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1957 წლიდან გვასალიების ოჯახი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა. დემნამ 1964 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა სოხუმის აკ. წეერთლის სახელობის მე-6 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციაში “პმკ 20”-ში ინჟინრად. 1975 წლიდან დაინიშნა აფხაზეთის შავი ზღვის ნაპირსამაგრების უფროსად. 1992 წლიდან კი ინიშნება აფხაზეთის საბაჟოს უფროსის მოადგილედ.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დემნა გვასალია აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმდებებში. დემნა გვასალია 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის “ცხუმის” საკომენდანტო ასეულში. აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში.
დემნა გვასალია საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა.
დემნა გვასალიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.