თენგიზ ოთარის ძე ძაძამია დაიბადა 1959 წლის 26 მარტს, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თენგიზ ძაძამია ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. იყო პირველი ასეულის ასმეთაური. ასეულის ლიდერი თანამებრძოლებს შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.
თენგიზ ძაძამია დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს სოფელ აჩადარაში _ კემპინგში ორმხრივი სროლების დროს (კისრის არეში მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ოპერაციის დროს გარდაიცვალა).
თენგიზ ძაძამიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ძაძამია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.