ელგუჯა ილარიონის ძე ქობალია დაიბადა 1962 წლის 17 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , ელგუჯა ქობალია 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, ხოლო შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ბატალიონი ახორციელებდა.
ელგუჯა ქობალია, 1993 წლის 29 აგვისტოს სოფელ მერკულას მისადგომებთან , მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა.