საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქალაქ სტავროპოლში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,ელგუჯა ჯებაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონის პირველ ასეულში მოხალისედ. მამაცი მეომარი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. თავდასხმისას ელგუჯამ , თანამებრძოლებთან ერთად , მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მტერს. ალყაში იყო სტრატეგიული სოფლები ტამიში, ლაბრა, ანუარხვა, რის გამოც ქალაქ სოხუმსა და ოჩამჩირის რაიონს შორის კავშირი პარალიზებული იყო. ქართული შენაერთების მიზანი იყო მტრის მიერ დაკავებული ტერიტორიის განთავისუფლება. რიგითი ელგუჯა ჯებაშვილი თანამებრძოლებთან ერთად გაემართა მოწინააღმდეგის ალყის გასარღვევად ტამიშის მიმართულებით. ამოცანა დანაკარგის გარეშე შეასრულეს,მაგრამ ცნობილი გახდა,რომ სოფელ ტამიშის ავტოტრასაზე ხიდი იყო დანაღმული, საჭირო იყო გაუნებელყოფა. ოთხკაციანი ჯგუფი (ასეულის მეთაური ა. შანავა, ოცეულის მეთაური ბ. მიბჩუანი, რიგითები ე. ჯებაშვილი,რ. შელია) ამ რთული მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. აღნიშნული დავალება პირნათლად შესრულდა, ბიჭებმა ხიდი გააუნებელყვეს, ქართული არმიის მძიმე ტექნიკას ,არტილერიას საშუალება მიეცა ქალაქ სოხუმისკენ გზა გაეგრძელებინა, მაგრამ მოწინააღმდეგე დანებებას არ აპირებდა. ელგუჯა და მისი თანამებრძოლები ალყაში მოაქციეს. რიგითი ელგუჯა ჯებაშვილი გმირულად დაეცა ამ უთანასწორო ბრძოლაში. დედისერთა,სამშობლოზე შეყვარებული, თავდადებული ვაჟკაცი მამაცობითა და თავგანწირვით სამაგალითო გახდა თანამებრძოლებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ელგუჯა ჯებაშვილი , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.