სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ელგუჯა ლევანის ძე სახელაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ელგუჯა ლევანის ძე სახელაშვილი დაიბადა 1970 წლის 17 სექტემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში. 1987 წელს დაამთავრა წებელდის №1 საშუალო სკოლა. 1987-1988 წლებში სწავლობდა ქალაქ სოხუმის  პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა ქალაქ კემეროვოში.

ელგუჯა სახელაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. მუშაობდა ზვიად გამსახურდიას დაცვის სამსახურში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ელგუჯა უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში და დაინიშნა მე-4 ასეულის ოცმეთაურად.

1993 წლის 5 იანვარს ქალაქ სოხუმზე მტრის მასირებული შემოტევის დროს, ელგუჯა სახელაშვილი ბატალიონთან ერთად იმყოფებოდა მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო ეშერასთან საბრძოლო პოზიციაზე, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი სიცოცხლის გმირული დასასრული დღემდე უმძიმესი, თუმცა საამაყო ფაქტია მამისათვის _ ლევან სახელაშვილისთვის და ძმისთვის გოჩასათვის.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ელგუჯა ლევანის ძე სახელაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“

error: Content is protected !!