ელგუჯა რეზოს ძე ხორავა დაიბადა 1965 წლის 3 მარტს გალის რაიონის სოფელ საბერიოში. 1982 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო- სავალდებულო სამსახური. 1991 წელს ელგუჯა ხორავა ოჩამჩირის 244-ე ბატალიონში ჩაირიცხა და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა რიგებში ჩადგა.
ელგუჯა ხორავა 1992 წლის 28 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარასთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნ ელგუჯა ხორავა, სიკვდილის შემდეგ ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.