სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ელვარდ ქალდანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ელვარდ ქალდანი დაიბადა 1957 წლის 7 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. დაამთავრა კოდორის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის  დროს,  ელვარდ ქალდანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. სოხუმს რომ ზურგიდან საფრთხე არ შექმნოდა, აუცილებელი იყო დალის ხეობის დაცვა.  სწორედ ელვარდ ქალდანი ხელმძღვანელობდა დალის ხეობის დასაცავად გამართულ საბრძოლო ოპერაციებს.
დრო გადიოდა, ომი არა და არ ცხრებოდა, მოდიოდა ცნობები, რომ მტერი  ახალი შემოტევისათვის ემზადებოდა.
28 სექტემბერს, საღამოს, აფხაზეთის მთელი ტერიტორია  ქართველი მოსახლეობისაგან დაიცალა. ბრძოლები ბოლო წუთამდე მიმდენარეობდა. ღვთის ანაბარად დარჩენილი ბიჭები უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდნენ. სოფელ მაჭარაში, 1993 წლის 28 სექტემბერს მტრის  ერთ-ერთი ძლიერი  შემოტევისას ელვარდ ქალდანი უშეღავათო ბრძოლაში დაიღუპა.

error: Content is protected !!