სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ემზარ ახვლედიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ემზარ  ახვლედიანი  დაიბადა  1971  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუში.

ემზარ ახვლედიანი  აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყების  პირველივე  დღიდან ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში  რიგით  მებრძოლად. აქტიურად მონაწილეობდა  24-ე  ბრიგადის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.

ემზარ  ახვლედიანი  1992  წლის  24 ოქტომბერს, სოფელ მერკულაში, საბრძოლო  ოპერაციის  დროს  დაიღუპა. ფეხოსანთა  სადესანტო  მანქანა,რომელსაც  თავად  მართავდა  ტანკსაწინააღმდეგო  ნაღმზე  აფეთქდა. ნაღმის  აფეთქება  ისეთი  ძლიერი  აღმოჩნდა,რომ ცხედრის  პოვნაც  ვერ  მოხერხდა.

 

error: Content is protected !!