სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ემზარ გივის ძე ფუტკარაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ემზარ  გივის  ძე  ფუტკარაძე  დაიბადა  1965  წლის  14  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ არადუში.

1982  წელს  დაამთავრა  არადუს  საშუალო  სკოლა. 1990  წელს  დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ეკონომიკის  ფაკულტეტი.

1992-1993 წლებში  უფროსი  ლეიტენანტი  ემზარ  ფუტკარაძე მონაწილეობდა  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში. ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე მექანიზირებული ბრიგადის  243-ე ბატალიონში,ასეულის მეთაურად. მონაწილეობდა  არაერთ  საომარ ოპერაციაში,მუდმივად  ცდილობდა  დაკავებული  სავრძოლო  პოზიციების  დაცვას.

სამშობლოზე  შეყვარებული  ახალგაზრდა  კაცი ,ომის  დაწყების  დღიდან  ერთი  წუთითაც არ  მიუტოვებია  საკუთარი  სოფელი და თანამებრძოლები.

ემზარ ფუტკარაძე  დაიღუპა  1993  წლის  29 სექტემბერს  სოფელ  არადუსთან  შეტაკების დროს. არის  უსაფლავო  ჯარისკაცი.

ემზარ  ფუტკარაძემ  საკუთარი  ოჯახის  შექმნა  ვერ  მოასწრო. დარჩა  მშობლები  და  ორი ძმა.

error: Content is protected !!