ემზარ ვლადიმერის ძე ბენდელიანი დაიბადა 1957 წლის 15 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა ინჟინრად სოფელ კინდღში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ემზარ ბენდელიანი 1993 წლის 10 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის პირველი ასეულის დამმიზნებელ ოპერატორად.
ემზარ ბენდელიანი, ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა სოფელ ტამიშთან და ქალაქ ტყვარჩელის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში, უშიშარი მებრძოლი თანამებრძოლებსა და ბატალიონის მეთაურთა შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. პირნათლად ასრულებდა. ბატალიონის მიერ დასახულ ამოცანებს.
1993 წლის 29 სექტემბერს, არადუს მისადგომებთან მტრის შემოტევის მოგერიების დროს,ემზარ ბენდელიანი თანამებრძოლებთან ერთად,გმირულად დაიღუპა.
ემზარ ბენდელიანს დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.