სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გენადი აივიზორის ძე გაბუნია

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

გენადი აივიზორის ძე გაბუნია დაიბადა 1969 წლის 21 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკაში. გარკვეული ხნის შემდეგ ოჯახი  საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა. სოხუმის მე-6 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სავაჭრო ტექნიკუმში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მურმანსკში მოიხადა – 3 წელი მსახურობდა წყალქვეშა ნავზე. ჯარიდან დაბრუნებულს აფხაზეთში ომი დახვდა. დედისერთას შეეძლო არ ეომა, მაგრამ გულანთებულმა ვაჟკაცმა დედას ამაყად განუცხადა: საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ჩემი მიწის დასაცავად და მე სახლში რა გამაჩერებსო… ზურგში მოხვედრილ ტყვიას, გულში მოხვედრილი მირჩევნიაო”.

გენადი გაბუნია ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.

1003 წლის 24 აპრილს სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში ერთ-ერთი ობიექტის დაცვის დროს, გენო და მისი 3 თანამებრძოლი ჭურვის აფეთქებამ იმსხვერპლა. გენადი გაბუნია დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის   გენადი გაბუნია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

error: Content is protected !!