გელა ყურაშვილი დაიბადა 1956 წლის 29 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სამშენებლო ტექნიკუმში.
აფხაზეთში შიარაღებული კონფლიქტის დროს, გელა ყურაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში. აფხაზმა სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით მოკლეს გელას ძმა, ექვსი თვის შემდეგ კი მამამისსაც სასტიკად გაუსწორდნენ. 1993 წლის 29 სექტემბერს მტერმა გელა ყურაშვილიც ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.