გელა ვლადიმერის ძე ჩხეტიანი დაიბადა 1955 წლის 10 ივლის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
1972 წელს დაამთავრა ქალაქ ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლა. 1978 წელს კი, სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. 1983 წლიდან მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუს მეურნეობაში , მშენებელ-ინჟინრად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში. 1992 წლის 11 დეკემბრიდან მეთაურობდა ამავე ბატალიონის I ასეულს. აქტიურად მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფლებში (კოჩარა, ტამიში, ცხენისწყალი) მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ამ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა სამხედრო წოდება- „ უფროსი ლეიტენანტი“.
1993 წლის 16 მაისს, სოფელ ცაგერაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.
გელა ჩხეტიანს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.