გელახსან აბრამის ძე გაზდელიანი დაიბადა 1944 წლის 10 ოქტომბერს ლენტეხის რაიონის სოფელ ფაყში. 1949 წლიდან აბრაამ გაზდელიანის ოჯახი ლენტეხიდან გულრიფშის რაიონის სოფელ ჩინში ჩამოსახლდა. საშუალო სკოლის დამთავრების მერე გელახსან გაზდელიანმა მიიღო ტექნიკური განათლება ბუღალტრის კვალიფიკაციით. მუშაობდა ბუღალტრად ამტყელის მეურნეობაში,შემდეგ სოხუმში აკადემიკოს ლაპინის ექსპერიმენტალურ კვლევით ინსტიტუტში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს გელახსან გაზდელიანი ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მორომსროლელ ბატალიონში მოხალისედ.
1993 წლის 21 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების დროს გელახსან გაზდელიანი მძიმედ დაიჭრა და ბრძოლის ველზე დაიღუპა.