რევაზ ალექსანდრეს ძე გელაშვილი დაიბადა 1965 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის რაიონის სოფელ ბირცხაში.
რევაზ გელაშვილი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში მისი შექმნის დღიდან ირიცხებოდაა. მან თავი გამოიჩინა, როგორც დისიპლინირებულმა და საზრიანმა მებრძოლმა. აქტიურად მინაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. პირნათლად ასრულებდა საბრძოლო დავალებებს და მეთაურის ბრძანებებს. თანამებრძოლთა შორის ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდა.
1993 წლის 16 სექტემბერის შემოტევის დროს იბრძოდა მშობლიური ბირცხისთვის.
რევაზ გელაშვილი, 1993 წლის 23 სექტემბრის დაბომბვის დროს დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გენადი გიორგაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“