სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გენადი აკაკის ძე ნემსიწვერიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

გენადი  აკაკის  ძე  ნემსიწვერიძე დაიბადა  1957  წლის  13 დეკემბერს  ოჩამჩირის რაიონში. დაამთავრა ოჩამჩირის პირველი  საშუალო  სკოლა. გატაცებული  იყო  ფილოსოფიით.

დედით  აფხაზი  და  მამით  ქართველი  გენადი,დიდი  განსაცდელის  წინაშე დადგა,როდესაც  აფხაზეთში  ომი  დაიწყო… დიდი  ვნებათაღელვის  შემდეგ  ის  საქართველოს მთლიანობის  დამცველთა  რიგებში  ჩადგა. გენადი  ნემსიწვერიძე  ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული ბრიგადის  243-ე  მერკულის  ბატალიონში.

1993 წლის  26  თებერვალს, ერთ-ერთი  შეტაკების დროს, გენადი  ნემსიწვერიძე  გმირულად დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს ტერიტორიული  მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩნილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის გენადი  ნემსიწვერიძე , სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!