გენური ვალიკოს ძე ლიპარტელიანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში ტამიშის ,ლაბრასა და მოქვის მიმართულებით.
გენური ლიპარტელიანი 1993 წლის 29 სექტემბერს ,მტრის მიერ სოფელ ცაგერაზე განხორციელებული ვერაგული შემოტევის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის გენური ლიპარტელიანი , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.