უკრაინული წარმოშობის ახალგაზრდა ვასილ გერაშენკო 1965 წელს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა სოხუმის მე-4 საშუალო სკოლა, შემდეგ როსტოვის საზღვაო სასწავლებელი და ისევ სოხუმში დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო ქალაქის საზღვაო პორტში.
ომის დაწყებისთანავე საკუთარი სურვილით გამოცხადდა შტაბში და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 1 მოტომსროლელთა ბატალიონში ჩაირიცხა. საბრძოლო მოქმედებების დროს ოცეულის სნაიპერი იყო.
1993 წლის მარტში მოიერიშემ სოხუმის შტურმით აღება გადაწყვიტა და 15 მარტს, გარიჟრაჟზე შეტევა დაიწყო. ვასილი მედგრად დაუდგა მტერს, ზედიზედ სამი ყუმბარა ესროლა, ისიც გაანადგურა და თვითონაც გმირის სახელით დატოვა წუთისოფელი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვასილ გერაშენკო, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.