სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბესიკ გივის ძე გეთია

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

        ბესიკ გივის ძე გეთია დაიბადა 1970 წლის 29 ნოემბერს. დაამთავრა ქალაქ სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 1992 წლის 26 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში სადაზვერვო ოცეულის მზვერავად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თავი გამოიჩინა 1993 წლის 5 იანვარს, აფხაზ სეპარატისთა ერთ-ერთი  შემოტევის დროს. 15 მარტს, ბესომ, როგორც კი გაიგო, რომ აფხაზმა „ბოევიკებმა“ ჩვენი პოზიციები გაარღვიეს, მაშინვე იქ გაჩნდა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაერთო. 16 მარტს ჩვენმა მეომრებმა აფხაზი „ბოევიკების“ შეტევა  მოიგერიეს, კონტრ-შეტევაზე გადავიდნენ და დაიწყეს დარჩენილი ჯგუფების გაწმენდა გუმისთის მისადგომებთან. ერთ-ერთ სახლში მოწინააღმდეგეს ტყვედ ჰყავდა აყვანილი ქართველი მებრძოლი, ბესო გეთიამ და მისმა თანამებრძოლმა ალყაშემორტყმულ სახლს შეუტიეს, გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, ბიჭებმა შეძლეს სახლში შეღწევა და ქართველი მეომრის გადარჩენა, მაგრამ ბესიკი მტრის ტყვიას ვერ გადაურჩა.

ბესიკ გეთია დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბესიკ  გეთია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით და მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

error: Content is protected !!