გია კონსტანტინეს ძე წურწუმია დაიბადა 1960 წლის 14 დეკემბერს ქალაქ გუდაუთში. მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სენაკის ეკონომიკურ ტექნიკუმში. სავალდებულო-სამსახური მოიხადა ყაზახეთში, ქალაქ კინტაოში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გია წურწუმია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის მე-2 ოცეულის სნაიპერად.
გია წურწუმია, 1993 წლის 17 მარტს, გუმისთის მისადგომებთან მორიგი შემოტევისას სასიკვდილოდ დაიჭრა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გია წურწუმია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.