გია კვანჭიანი დაიბადა 1969 წლის 10 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური ავღანეთში გაიარა. სანიმუშო და თავდადებული სამსახურისთვის ავღანეთის პრეზიდენტისგან ჯილდოც აქვს მიღებული.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-3 ასეულში – ყუმბარმტყორცნელად. გია კვანჭიანი გამორჩეული მეომარი იყო. მონაწილეობდა არაერთ რთულ და სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში. მისი საზრიანი და გაბედული გადაწყვეტილებები სამაგალითო იყო თანამებრძოლებისთვის.
გია კვანჭიანი 1003 წლის 7 იანვარს ათარა-აფხაზსკაიაში გამართულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გია კვანჭიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.