სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გია ომარის ძე ნიკოლეიშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

გია ომარის ძე ნიკოლეიშვილი  დაიბადა 1965 წლის  9 სექტემბერს ვანში. დაამთავრა კიევის  უმაღლესი საინჟინრო  რადიო-ტექნიკური  სამხედრო სასწავლებელი.

გია ნიკოლეიშვილი 1992 წლის  1 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის საბრძოლო  მომზადების კადრებისა  და  სამწყობრო  განყოფილების  უფროსად.

კაპიტანი გია ნიკოლეიშვილი  1993 წლის 10 ივლისს  სოფელ  შრომის  მისადგომებში  საბრძოლო ოპერაციის დროს  გმირულად დაიღუპა, როდესაც შტაბის  უფროსის  მოვალეობას  ასრულებდა შრომის ბატალიონში .

დაკრძალულია ქალაქ სოხუმში,ძმათა სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისსა და თავგანწირვისათვის  გია ნიკოლეიშვილი, სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I  და  III  ხარისხის ორდენებით.

error: Content is protected !!