გია ცატავა დაიბადა 1974 წლის 2 სექტემბერს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა ოჩამჩირის №2 საშუალო სკოლა.
გია ცატავა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა 1992 წლიდან. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241-ე ბატალიონში.
19 წლის გია ცატავა, 1993 წლის ივლისში ბესლახუბაში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.