სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გენადი გიორგაძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

გენადი გიორგაძე დაიბადა 1963 წლის 8 მაისს ქალაქ სოხუმში. 1973 წელს დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა. 1981-1983  წლებში მოიხადა  სამხედრო სავალდებულო სამსახური.

გენადი გიორგაძე 1992 წლის 25 სექტემბრიდან  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში ირიცხებოდა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა.  მონაწილეობდა არაერთ საბძოლო ოპერაციაში.

1993 წლის 24 სექტემბერს  სოფელ იაშთხვაზე შემოტევის დროს  მტრის მიერ ნასროლი ჭურვისგან  დაიჭრა და ბრძოლის ველიდან გულრიფშის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭრილობები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გენადი გიორგაძე დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ მიასნიკოვში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის   გენადი გიორგაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“

error: Content is protected !!