გიორგი აქვსენტის ძე ახვლედიანი დაიბადა 1943 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. დაამთავრა არადუს საშუალო სკოლა. მუშაობდა მოქვის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გიორგი ახვლედიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე (არადუ-მერკულა) ბატალიონის პირად შემადგენლობაში.
მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობდა მშობლიური სოფლისა თუ რაიონის
დასაცავად.
1993 წლის 29 სექტემბერს, სოფელ არადუზე მოწინააღმდეგის თავდასხმის დროს გიორგი ახვლედიანი საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას შვილთან _ რატი ახვლედიანთან ერთად გმირულად დაიღუპა.