გიორგი დავითის ძე მახარაძე დაიბადა 1957 წლის 15 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში.
1992 წლის ნოემბრიდან გიორგი მახარაძე ირიცხებოდა რიგითად საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, რომელიც შემდგომში გადაკეთდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფლების – ბესლახუბა , ფოქვეშისა და ქალაქ ტყვარჩელის მიმართულებით.
1993 წლის 7 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
გიორგი მახარაძე დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.