სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გიორგი (გია) ახალაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

გიორგი (გია) ახალაძე დაიბადა 1959 წელს ქ. სოხუმში. მისი ოცნება სამართლებრივი და თავისუფალი ქვეყანა იყო. სამართლიანობის გრძნობით აღზრდილმა მუშაობა შინაგანი საქმეთა სამინისტროს,სოხუმის საქალაქო განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად დაიწყო. დისციპლინიანი, ამტანი, გონიერი, უანგაროდ მამაცი ყველას სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა და მალე უფროსი ლეიტენანტის წოდებაც მოიხვეჭა.

ბევრი ფიქრი და ლამაზი ოცნებები დარჩა აუხდენელი. ოცნებობდა ოჯახის შექმნაზე, მაგრამ აფხაზეთში ამოვარდნილმა ქარიშხალმა ძირფესვიანად შეცვლა მისი ცხოვრება.

აფხაზეთის საომარ მოქმედებებს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულის მრავალი სიცოცხლე შეეწირა. სწორედ აფხაზეთში, 1993 წლის 5 ივლისს სამშობლოს სიყვარულს შეეწირა გიორგი ახალაძე. მისი დაღუპვა აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო არა მარტო სოხუმის შინაგან საქმეთა განყოფილებისთვის, არამედ ოჯახისთვის, მეგობრისთვის, ნათესავებისა და სამშობლოსათვის.

ამქვეყნად მას დარჩა სახელი, მეგობრები, სამშობლო, რომელიც არასოდეს ივიწყებს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაცემულ რაინდებს, თუმცა ღრმად უნდა გვწამდეს, შორს არაა ის დღე, როცა სამართლიანობა იზეიმებს და დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზეთს, ქვეყანა კი გალაქტიონის სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს.

error: Content is protected !!