გიორგი (გია) ბოჩიას ძე გვაზავა დაიბადა გულრიფშის რაიონის დაბა აგუძერში 1969 წლის 22 იანვარს.
1986 წელს დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა განაგრძო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ კვლევით ინსტიტუტში. 1988 წელს გია გვაზავა გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში,ქალაქ ლვოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში. 1990 წელს დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს დაზვერვის სამსახურში,სადაც მიიღო ოფიცერ-ლეიტენანტის წოდება.
აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე გია გვაზავა აქტიუირად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებაში ხოლო 1993 წლის იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 321-1 ცალკეულ სადაზვერვო ბატალიონში ოცმეთაურად. იყო მამაცი და თავდადებული მებრძოლი.
1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისმთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გია გვაზავა ვაჟკაცურად დაიღუპა.
გია გვაზავა დაკრძალულია გულრიფშში.