სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გიორგი (გია) ჟორას ძე ნაჭყებია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

 

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონის მეორე ასეულის მებრძოლი, მსროლელი გიორგი ჟორას ძე ნაჭყებია, 1992 წლის 22 ოქტომბერს გუმისთის მისადგომებთან ერთ-ერთი საომარი ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.

ღირსეული პიროვნება იყო გია, ზრდილი, თავმდაბალი, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული, მუდამ სხვისი ჭირის გამზიარებელი, ბოროტებასთან და უსამართლობასთან შეურიგებელი. გიას ხანმოკლე ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ჭეშმარიტმა ვაჟკაცმა და საჭიროების შემთხვევაში უიარაღომაც კი არაფერი დაუთმოს კბილებამდე შეიარაღებულ მტერს და თავისი გმირული სიკვდილით დაამარცხოს და გააოგნოს იგი. 22 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გია გმირულად დაეცა აფხაზ ექსტრემისტებთან შეტაკებისას. კიდევ ერთი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ვაჟკაცის სისხლი დაიღვარა, რომლის სულმაც გმირ წინაპართა შორის დაიდო ბინა. გიორგი გულით დაიტირეს ფრონტის ხაზს იქით დარჩენილმა თანასოფლელებმაც, საიდანაც „მოყვარე მტრისაგან“ თავგზააბნეული ბავშვობის მეგობრები ესროდნენ.

ვინ იცის, იქნებ ამ ცრემლმაც თქვას თავისი სათქმელი სიტყვა, როცა კვლავ ერთად შეიყრებიან გაღმა-გამოღმა დაღუპულთა შვილები, მაგრამ არა ომისათვის _ მშვიდობისათვის!

გიორგი ნაჭყებიას ცხედარი მიწას მიაბარა მისმა ნათესავმა და ახლობელმა აქვსენტი (ტასო) ნაჭყებიამ.

error: Content is protected !!