გიორგი გივის ძე გელოვანი დაიბადა 1956 წლის 26 მაიის სოფელ ოფრეთში. დაამთავრა ქალაქ კემეროვოს თეატრალური ინსტიტუტი. ცხოვრობდა ქალაქ გაგრაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 18 აგვისტოდან ირიცხებოდა ქალაქ ბატალიონში. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ბატალიონი გაგრის ზონაში აწარმოებდა. გიორგი დისციპლინირებული, უშიშარი მებრძოლი იყო. მეთაურთა დავალებებს პირნათლად და დროულად ასრულებდა.
გიორგი გელოვანი 1992 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ გაგრაზე მტრის მიერ განხორციელებული მასიური შემოტევის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიოტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის გიორგი გელოვანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.