სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გიორგი (გოგიტა) ბოთერაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

გიორგი (გოგიტა) ბოთერაშვილი დაიბადა 1972 წლის 19 მარტს ქალაქ სოხუმში. 1989 წელს დაამთავრა  სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა  ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში.  იყო ქუთაისის უნივერსიტეტის მორაგბეთა სამეფო კლუბ „აიეტის“  წევრი. აფხაზეთში შექმნილმა საომარმა მდგომარეობამ საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ — ჩემს სოხუმს უჭირსო!“ _ თქვა, დროებით გადადო სწავლა და იარაღით ხელში უმცროს ძმასთან, კობასთან ერთად ჩადგა ქალაქის დამცველთა რიგებში. თვეების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა  საომარ მოქმედებებში ფრონტის წინა ხაზზე.
1993 წლის 16 მარტი საბედისწერი აღმოჩნდა გოგიტასთვის. მდინარე გუმისთასთან ყველაზე დიდი, მასიური შემოტევისას გმირულად დასრულდა მისი ხანმოკლე, მაგრამ  შინაარსიანი  სიცოცხლე.

გიორგი (გოგიტა) ბოთერაშვილი დაკრძალულია გულრიფშის სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გიორგი ბოთერაშვილი, სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოვდა  ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით და მედლით  „მხედრული მამაცობისათვის“.

 

 

 

error: Content is protected !!