სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გიორგი გურამის ძე თვალთვაძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

გიორგი გურამის ძე თვალთვაძე დაიბადა 1962 წლის 7 იანვარს ქალაქ სოხუმში. სწავლობდა  სოხუმის მე-17 საშუალო სკოლაში.  წარჩინებული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული სკოლის ღონისძიებებში. იტაცებდა სპორტი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1982 წელს წარჩინებით  დაამთავრა უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სრული კურსი, იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში,   სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა რუსეთის ფედერაციის ქალაქ  რუზაში.

საომარი მოქმედებების დროს გიორგი თვალთვაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  ბატალიონის ოცმეთაურად. მისი რაზმი „მიმინო“ იბრძოდა სოფელ აჩადარაში.

გიორგი თვალთვაძე გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გიორგი თვალთვაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

 

error: Content is protected !!