გიორგი ფოფხაძე დაიბადა 1969 წლის 18 მარტს ქალაქ სოხუმში. 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა სოხუმის ნ. ბარათაშვილის სახელობის მე-7 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა რუსეთის ქალაქ ომსკში, სადაც გაიარა სასერჟანტო კურსები.
აფხაზეტში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 20 თებერვლიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მე-3 ბატალიონის მე-3 ასეულის მსროლელად.
1993 წლის 25 სექტემბერს, გიორგი საკუთარი სახლის ეზოში წამებით მოკლეს.