სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გიორგი რეზოს ძე კაკალაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გიორგი რეზოს ძე  კაკალაძე დაიბადა 1968 წლის 19 სექტემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში. სოფელ ახალდაბის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მოიხადა სავალდებულო- სამხედრო სამსახური.

რიგითი გიორგი კაკალაძე აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ირიცხებოდა  თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. მეთაურთა  დავალებებს პირნათლად და დროულად ასრულებდა.

გიორგი კაკალაძე საკუთარი სოფლის პოზიციებს ამაგრებდა და თავდადებით იცავდა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას. 1993 წლის 22 თებერვალს, როცა ახალდაბის მე-2 ასეულის წევრები საბრძოლო ტექნიკით საგუშაგოებს შორის გადაადგილდებოდნენ, მანქანა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. გიორგი და მისი თანამებრძოლი ბუტა ლემონჯავა ადგილზე დაიღუპნენ. ორივე მათგანი მშობლიური სოფლის, ახალდაბის სასაფლაოზე დაიკრძალა.

გიორგი კაკალაძეს დარჩა მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გიორგი კაკალაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  II ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!