გივი აბაშიძე დაიბადა 1960 წლის 6 ივლისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
საშუალო სპეციალური განათლების მქონე ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში ტრაქტორისტად მუშაობდა. ჰყავდა მეუღლე.
აფხაზეთის ომის დაწყების დღიდანვე ჩაება საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში. ირიცხებოდა 242“ე ბატალიონში რიგითად. მან არაერთ შეტაკებაში გამოიჩინა თავი, როგორც მამაცმა მებრძოლმა.
1993 წლის 30 მარტს ბრძანება N70-ის საფუძველზე ჩაირიცხა 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად.
გივი აბაშიძე იყო პატიოსანი ადამიანი და აქტიური მებრძოლი. ოცეული, რომელშიც ის ირიცხებოდა და მამაცურად იბრძოდა,
მტრის წინააღნდეგ კოჩარის ფრონტზე.
გივი აბაშიძე 1993 წლის 16 მაისს, მტრის ერთ-ერთ შემოტევის დროს დაიღუპა სოფ. ცაგერაში, ჭურვზე აფეთქების შედეგად.