სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გივი არქიფოს ძე მანაგაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

გივი  არქიფოს  ძე  მანაგაძე  დაიბადა  1938  წლის   30 იანვარს.

დაამთავრა  სოფელ  არადუს საშუალო  სკოლა. მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური. მუშაობდა  ქალაქ ოჩამჩირეში,ბენზინგასამართი  სადგურის  მძღოლად.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,1992  წლის  11  დეკემბრიდან  1993 წლის  29  სექტემბრამდე,გივი  მანაგაძე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბილიკის   მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის  რიგებში. მონაწილეობდა  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში,რომელსაც  აწარმოებდა  243-ე  ბატალიონი მერკულა-მოქვის  მიმართულებით.

გივი  მანაგაძე  დაიღუპა  1993  წლის  29  სექტემბერს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუში, ერთ-ერთი  შეტაკების  დროს.

წითელი  ჯვრის  საერთაშორისო  კომიტეტის  ძალისხმევით  გივი  მანაგაძის  ნეშტი, 26  წლის შემდეგ, 2019  წლის  16  მარტს  არადუს  სამარხიდან  გადმოასვენეს  და  ხობის  რაიონის სოფელ  ხეთის  სასაფლაოზე  დაკრძალეს.

 

error: Content is protected !!