გივი ვლადიმერის ძე ლომაია დაიბადა 1952 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში.
გია ლომაია 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, რომელიც შემდგომში გადაკეთდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონად.
1992 წლის 28 ნოემბერს ქეთევანასთან გამართული ბრძოლების დროს გმირულად დაიღუპა.